среда, 17 августа 2011 г.

ორი რუსეთი




1პროექტის სახელწოდება-ორი რუსეთი
2. პროექტის მთავარი იდეა{თემა} 1–2 წინადადებით.–ი.ჭავჭავაძის „ მგზავრის წერილების“, ნ.ბარათაშვილის „ ბედი ქართლისა“ და ლამბალო და  ყაშას“ მიხედვით მოსწავლეებმა განსაზღვრონ რუსეთის  ორი სახე. პროგრესული და რეგრესიული, უსამართლო (რუსეთის ჩექმის სიმძიმე)
3პროექტის აქტუალობა.–რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის საკითხის წარმოჩენა და სამართლიანობის მანტიაში გახვეული უსამართლო რუსეთის სახე.
4. პროექტის მიზნები.–ურთიერთანამშრომლობა, კომუნიკაციისა და სოციალური უნარ–ჩვევების განვითარება.საკუთარი აზრის  გამოთქმისა და არგუმენტირებული მსჯელობის ,პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების დასახვა და ყველაზე ეფექტური  ბზის აღმოჩენა, ინფორმაციის მოძიების წყურვილის გაღვიძება.
5. მონაწ ილეთა ასაკი.–მეთერთმეტე კლასი.
6. ვადები/ ხანგრძლივობა.–ორი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას,–შექმნას ვებ–გვერდი, ფოტოალბომები,ჩანახატები, ჩანაწერები, ლექსები, ნახატების  შესრულება „ ჩემი თვალით დანახული რუსეთი“.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები.–ლიტერატურული ნაწარმოების ტექსტები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ციფრული ფოტოაპარატი(კამერა)
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)–ლიტერატორები  ,ისტორიკოსები, სოციალური მკვლევარები,შემოქმედებითი  ჯგუფი,ჩაწერონ ინტერვიუები(ჟურნალისტები)
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.–კავშირი ისტორიასთან,ქართულთან, გეოგრაფიასთან. იძიებენ ერთად ინფორმაციას დაუზიარებენ ერთმანეთს
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი).–ლია კუბიაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა;–liakubiashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი;–liakubiashviliblogspot.com.